ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალი აღმოსავლეთ ევროპაში

2017 წლიდან გურჯაანის ღვინის ფესტივალი ღვინის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, თავბრუდამხვევი და მრავალფეროვანი ღვინოების დეგუსტაციით, შეფების კულინარიული მასტერკლასებით, გასაოცარი კახური სუფრით, თათარათი და ჩურჩხელით, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსებით, ფოლკლორული მრავალხმიანობით და მრავალხმიანი თანამედროვე მუსიკით.

მოინიშნე დღე და მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლისთვის.

წლების განმავლობაში

2023 წლის შეჯამება
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023

ღვინის ჭიქაში ჩამოსხმული საშემოდგომო ტრადიცია

როცა საქმეს დიდი სიყვარულით იწყებ, ერთი ჩვეულებრივი დღე ტრადიციად იქცევა.

იზრდება მასშტაბი და ღვინით შთაგონებული ადამიანების რაოდენობა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი არის ტრადიციების გახსენება და ამ დღესასწაულის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები, კულინარიული მემკვიდრეობა და თანამედროვე ექსპერიმენტები.

ადგილი, სადაც ყველა მისთვის საინტერესოს პოულობს

სადაც შეგიძლია, მთელი წლის ემოციები გაუზიაროთ ერთმანეთს

უმასპინძლე ფესტივალის სტუმრებს და გააცანი შენი ღვინო საქართველოს და მთელ მსოფლიოს!

?>
?>

უკვე მეორედ, საქართველო და გურჯაანის ღვინის ფესტივალი ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებში მსოფლიო ჩემპიონატად აღიარებულ კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს მასპინძლობს. წელს ვარსკვლავურმა ჟიურიმ, ქართული ღვინოების გარდა, აზერბაიჯანული და სომხური ღვინოებიც შეაფასა.

ჟიური

IWSC Wine Judging in Georgia 2024

2023 წლის 27 ნოემრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით. ღვინის საერთაშორისო მეორე კონკურსი გაიმართა, სადაც 3 ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის 175 კომპანიის 508 ღვინო მონაწილეობდა.

ოქროს მედალოსანი 18 ღვინო, ვერცხლის – 72 და ბრინჯაოს 220 ღვინო გახდა.

კონკურსის ორგანიზატორების განმარტებით, მომავალ წელს კონკურსის გეოგრაფია კვლავ გაფართოვდება და მოწვეული იქნებიან აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებიც.

IWSC Wine Judging in Georgia 2023

2022 წლის 12-15 ოქტომბერს ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა.

კონკურსის ჟიურიმ 16 ოქროს, 63 ვერცხლისა და 209 ბრინჯაოს მედალოსანი დააჯილდოვა.

კონკურსში 487 ქართული ღვინო მონაწილეობდა.