გურჯაანის ღვინის ფესტივალი

რომელი ხარ შენ? აირჩიე და შემოგვიერთდი

მეღვინე

წარმოაჩინეთ თქვენი ღვინო

მეწარმე

გააფართოვეთ თქვენი ბიზნესი

სტუმარი

შეიგრძენით ღვინის კულტურა

ფესტივალის შესახებ

გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელიც 2024 წელს მეექვსედ იმართება, წარმოადგენს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ და მრავალფეროვან ღვინის ფესტივალს.

2023 წელს ფესტივალმა 400-ზე მეტი მონაწილე და 20,000-ზე მეტი სტუმარი მიიღო, რაც მის მზარდ პოპულარობაზე მეტყველებს.

ფესტივალზე წარმოდგენილია, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები, ასევე, ევროპის საუკეთესო და IWSC Wine Judging in Georgia -ის გამარჯვებული ღვინოები.

ფესტივალის ისტორია

ფესტივალის რუკა

გურჯაანის ღვინის ფესტივალი

მეღვინეების სივრცე

მეღვინეობის სივრცეში გექნებათ შესაძლებლობა არა მხოლოდ დააგემოვნოთ, არამედ შეიძინოთ საუკეთესო ღვინოები. სივრცეში წარმოდგენილი იქნება როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო. გარდა ღვინისა, ასევე გელით ჭაჭისა და სხვა ტრადიციული სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი. ღონისძიებაზე დაგეგმილია საუკეთესო ღვინოების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია.

მეწარმეობის სივრცე

მეწარმეობის სივრცეში სტუმრები შეხვდებიან ეთნოგრაფიული ექსპოზიციების წარმომადგენლებს, რომლებიც წარადგენენ ტრადიციულ და კულტურულ ნამუშევრებს. აქვე დახვდებიან ხელნაკეთი ნივთების ოსტატები და შემოქმედები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ უნიკალურ ნამუშევრებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ხელთნაკეთი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში და დაათვალიერონ ეთნოგრაფიული ექსპოზიციები.

საბავშვო სივრცე

ბავშვთა სივრცეში პატარებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა გასართობ და შემოქმედებით აქტივობებში, მათთვის დაგეგმილია მხიარული თამაშები, სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობები. ბავშვთა სივრცე მოიცავს ყველაფერს, რაც საჭიროა უსაფრთხო, მხიარული და დაუვიწყარი გამოცდილებისთვის.

თათარაობა

ჩაერთე ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასში და იგემე კახური ტრადიცია.

კახური მწვადის კუთხე

ისიამოვნე ტრადიციული კახური მწვადით და გემრიელი ქართული კერძებით.

სომელიეთა შოუ

აღმოაჩინე ღვინის დაჭაშნიკების ხელოვნება ქართველ სომელიეებთან ერთად.

გახდი სპონსორი

სპონსორის სტატუსი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, გახდეთ ფესტივალის განუყოფელი ნაწილი და მოახდინოთ თქვენი ბრენდის ეფექტური პოზიციონირება ღვინისა და კულტურის მოყვარულთა ფართო აუდიტორიასთან.

ფესტივალის მიზნებია:

  • ღვინის წარმოების კულტურის განვითარება საქართველოში
  • ღვინის ფესტივალების ორგანიზება, მათ შორის გურჯაანის ღვინის ფესტივალის ყოველწლიურად ჩატარება
  • ღვინის კონკურსების ორგანიზება საერთაშორისო ბრენდების ეგიდით
  • ქართული ღვინის წარმოჩენა და ცნობადობის გაზრდა ქვეყნის გარეთ
გახდი სპონსორი

სიახლეები

    ვიდეოთეკა

    ფესტივალის სტატისტიკა

    6 +
    წელი
    400 +
    მეღვინე და მეწარმე
    1300 +
    ღვინის სახეობა
    20000 +
    უნიკალური ვიზიტორი

    სოციალური მედია

    მონაწილეები