გურჯაანის ღვინის ფესტივალი

11 ოქტომბერი
20 25
ახტალის პარკი

ფესტივალის შესახებ

გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელიც 2025 წელს მეშვიდედ იმართება, წარმოადგენს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ და მრავალფეროვან ღვინის ფესტივალს.

2024 წელს ფესტივალმა 400-ზე მეტი მონაწილე და 30,000-ზე მეტი სტუმარი მიიღო, რაც მის მზარდ პოპულარობაზე მეტყველებს.

ფესტივალზე წარმოდგენილია, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები, ასევე, ევროპის საუკეთესო და IWSC Wine Judging in Georgia -ის გამარჯვებული ღვინოები.

ფესტივალის მიზანი

ფესტივალის მიზნებია ქვევრის ღვინის, როგორც UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ადგილობრივი ღვინოების წარმოჩენა და ღვინის ტურიზმის განვითარება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი ხელს უწყობს მცირე მეწარმეების განვითარებას, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას და ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ფესტივალის კონცეფცია

გურჯაანის ღვინის ფესტივალის 2025 წლის კონცეფცია ქართული ღვინის მრავალხმიანობაზეა აგებული – ღვინოზე, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგზაურობდა, ვითარდებოდა, ერგებოდა ახალ რეალობებს და ამავდროულად ინარჩუნებდა იმ ტრადიციებს, რომელმაც საქართველო ღვინის სამშობლოდ აქცია.

ჩვენს მიწაზე აღმოჩენილი ვაზის უძველესი ჯიშები, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია და თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი უნიკალური ტექნოლოგიები ქმნის ერთიან, მაგრამ მრავალხმიან ისტორიას, რომელსაც ქართული ღვინო გვიყვება.

ფესტივალი ხდება ხიდი ადამიანებს შორის, სადაც წვეთები სიტყვებად გარდაიქმნება, შხეფები კი – დიალოგად. აქ ღვინო არა მხოლოდ სასმელია, არამედ თანამგზავრი, რომელიც სიტყვებს დინებაში ეხმარება, ხოლო უხილავი და ხილული ძაფებით იქსოვება ახალი ურთიერთობები.

მოუსმინე ღვინოს, რადგან ყველა წვეთს თავისი მოგონება აქვს და ბორდოსფერიდან ქარვისფერამდე – ღვინის ყოველი ელფერი განსხვავებულ ამბავს გვიყვება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი ამ უწყვეტი ისტორიის გაგრძელებაა – ადგილი, სადაც ქართული ტრადიცია ცოცხლდება და ღვინის მრავალხმიანობა კიდევ ერთხელ გვაერთიანებს.

რატომ

მასშტაბურობა და მრავალფეროვნება: ფესტივალზე წარმოდგენილია 1300-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები.

კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია: ხელს უწყობს ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, პოპულარიზაციას.

ღვინის ტურიზმის განვითარება: ფესტივალი ხელს უწყობს რეგიონში ღვინის გზისა და ენოგასტრონომიული ტურიზმის განვითარებას

საერთაშორისო მასშტაბით აღიარება: 2022 წლიდან ფესტივალი გახდა საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი.

მრავალფეროვანი პროგრამა: ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს ღვინის დეგუსტაციას, ცნობილი ქართველი შეფების მასტერკლასებს, მუსიკალურ პროგრამას და სხვადასხვა გასართობ აქტივობას.

ტრადიციების გაცნობა: ფესტივალი საშუალებას აძლევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.

ეკონომიკური სარგებელი: ფესტივალი ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაციას და რეალიზაციას.

მონაწილეები

ვინ დაგხვდებათ

400-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის:

  • ადგილობრივი მეღვინეები, რომლებიც წარმოადგენენ ქვევრში დაყენებულ ღვინოს
  • დიდი და მცირე მარნები
  • ღვინის ცნობილი მწარმოებლები, რომელიც ექსპორტზე გადის მრავალ ქვეყანაში
  • ტრადიციული კერძების დიდოსტატები
  • ქართველი არტისტები და ფოლკლორული ანსამბლები
  • შეფ-მზარეულები, მასტერკლასებით და საავტორო კერძებით
  • ხელნაკეთი ნივთების ოსტატები და შემოქმედები
  • ეთნოგრაფიული ექსპოზიციების წარმომადგენლები
  • გასართობი სივრცეები ყველა ასაკის ადამიანისთვის

სტუმრებისთვის

  • დააგემოვნონ საუკეთესო ქართული და ევროპული ღვინო და შეიძინონ ხელმისაწვდომ ფასად
  • მონაწილეობა მიიღონ შეფების მასტერკლასებში, შეახამონ ქართული ღვინო და კერძები
  • იასპარეზონ ახალგაზრდულ სივრცეში დაგეგმილ შეჯიბრებაში
  • გაახალისონ ბავშვები სპეციალურად გამოყოფილ საბავშვო სივრცეში
  • მონაწილეობა მიიღონ ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში
  • მოისმინონ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი და ქართული სიმღერები
  • მონაწილეობა მიიღონ სახალისო შეჯიბრებებში, ყურძნის დაწურვასა და თათარაობაში
  • დაესწრონ კონცერტებს და საღამო მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნოდ გაატარონ

პროდუქციის რეალიზაცია

  • გაყიდოს საკუთარი პროდუქცია ფესტივალის მიმდინარეობისას
  • მოახდინოს პირდაპირი კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებლებთან
  • გაზარდოს პროდუქციის ცნობადობა და გაყიდვები

შეთავაზება

პროდუქციის რეალიზაცია

  • შექმნას საკუთარი უნიკალური სივრცე ფესტივალის ტერიტორიაზე
  • დაგეგმოს და განახორციელოს სპეციალური საიმიჯო აქტივობები
  • ითანამშრომლოს ორგანიზატორებთან კონცეფციის შემუშავებაში

ბრენდის ხილვადობა

  • განათავსოს საკუთარი სარეკლამო მასალები ფესტივალის ტერიტორიაზე
  • წარმოადგინოს ბრენდი ბანერებისა და სტენდების მეშვეობით
  • მოახდინოს ბრენდის ინტეგრაცია ფესტივალის ატმოსფეროში

სარგებელი

ბრენდის ხილვადობა და პოპულარიზაცია

  • ლოგოს განთავსება ფესტივალის ყველა საკომუნიკაციო არხზე
  • პრომოცია სოციალურ მედიაში ფესტივალამდე, მის განმავლობაში და შემდეგ
  • ბრენდის ჩართვა ფესტივალის საანონსო და სრულ ვიდეოებში

პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან

  • უშუალო კონტაქტი 25,000-ზე მეტ პოტენციურ მომხმარებელთან
  • პროდუქციის პრეზენტაციისა და გაყიდვის შესაძლებლობა

ასოციაცია წარმატებულ და პრესტიჟულ ღონისძიებასთან

  • ბრენდის დაკავშირება საქართველოს უმსხვილეს ღვინის ფესტივალთან
  • პოზიტიური იმიჯის ფორმირება ღვინისა და კულტურის მოყვარულებში

მედია გაშუქება

  • მოხსენიება ინტერვიუებსა და სიუჟეტებში
  • ჩართვა ონლაინ მედიაში გავრცელებულ მასალებში

მედია გაშუქება

  • კონტაქტების დამყარება ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებთან
  • პარტნიორობის შესაძლებლობები სხვა მონაწილე ბრენდებთან

პროდუქტის/მომსახურების ტესტირება

  • ახალი პროდუქტების ან მომსახურების გამოცდის შესაძლებლობა
  • უშუალო უკუკავშირის მიღება მომხმარებლებისგან

გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივა

  • ყოველწლიური ღონისძიების მხარდამჭერის სტატუსის მოპოვება
  • ბრენდის პოზიციონირება ღვინის ინდუსტრიის მნიშვნელოვან მოთამაშედ

სპონსორობა