2017 წლიდან გურჯაანის ღვინის ფესტივალი ღვინის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, თავბრუდამხვევი და მრავალფეროვანი ღვინოების დეგუსტაციით, შეფების კულინარიული მასტერკლასებით, გასაოცარი კახური სუფრით, თათარათი და ჩურჩხელით, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მუსიკოსებით, ფოლკლორული მრავალხმიანობით და მრავალხმიანი თანამედროვე მუსიკით.
მოინიშნე დღე და მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლისთვის.
როცა საქმეს დიდი სიყვარულით იწყებ, ერთი ჩვეულებრივი დღე ტრადიციად იქცევა.
იზრდება მასშტაბი და ღვინით შთაგონებული ადამიანების რაოდენობა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი არის ტრადიციების გახსენება და ამ დღესასწაულის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები, კულინარიული მემკვიდრეობა და თანამედროვე ექსპერიმენტები.
ადგილი, სადაც ყველა მისთვის საინტერესოს პოულობს
სადაც შეგიძლია, მთელი წლის ემოციები გაუზიაროთ ერთმანეთს
უმასპინძლე ფესტივალის სტუმრებს და გააცანი შენი ღვინო საქართველოს და მთელ მსოფლიოს!